The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ რეხვიაშვილი

დაბადების თარიღი:5 მარტი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1995  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭიორა, ონის რაიონი.

დაამთავრა ქ. გროზნოს ნავთობის ინსტიტუტი 1935 წელს; 1955 წელს - ნავთობის მრეწველობის აკადემია.

1935 წლიდან ინჟინრად და ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობდა ბაშკირეთში, სახალინზე და კუიბიშევის ოლქში ნავთობის საბადოთა ძიების და ჭაბურღილების ბურღვის დარგში; 1968 წლიდან - ტიუმენის ოლქში; 1971 წლიდან დასავლეთ ციმბირის საბურღი სამუშაოების სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნავთობის სპეციალისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.379; www.ourbaku.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: