შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1942 წელს. 1942-1947წწ. მუშაობდა ყაზახეთის რესპუბლიკაში ქ. კოკჩეტავის სამხედრო ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1947-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, თბილისის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად; 1975-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო; 1986 წლიდან ჰოლდინგური კომპანია (შემდგომში სააქციო საზოგადოება) ბიზნეს ცენტრ "სოფმშენის" ექსპერტ-კონსულტაცია; დიდია მისი დამსახურება საშენ მასალათა მრეწველობის დარგის განვითარებაში; უშუალო მონაწილეა მეტეხისა და საგარეჯოს, აჯამეთის და ავჭალის სილიკატური აგურის, რუსთავის და კასპის ცემენტის, ინერტული და არასამთომადნო მასალების საწარმოთა პროექტირებაში, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში, საკოლმეურნეო სექტორის სამშენებლო ორგანიზაციებში ინდუსტრიული მეთოდების დანერგვისა და მისი სახელმწიფოებრივ მშენებლობასთან კოოპერირების საქმეში; მისი ავტორობით გამოიცა მეტად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო "საქართველოს საკოლმეურნეობათშორისო სამშენებლო ორგანიზაციების რეკომენდაციები"; იყო საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი; სამამულო ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.388; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |