შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1995წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, N15 სამშენებლო ტრესტის სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად, სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველო "საქბამმშენში" უფროსის მოადგილედ; იყო იმავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს უფროსი, N9 სამშენებლო ტრესტის მმართველი, სამშენებლო-სამრეწველო გაერთიანება "საქმონოლითმშენის" მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1996 წლიდან სს "მონოლითმშენის" პრეზიდენტია; ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებპროექტის", პროფკავშირების კულტურის სასახლის, ავეჯის სახლისა და სავაჭრო ცენტრების (თბილისში), "ნია-გრუზინსკაიას" დასახლების (ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალზე), კომპოზიტორების სახლის (ბორჯომში), საბაგირო გზების ქარხნის (ახალქალაქში), მონოლითური (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში) და მოცულობითი ბლოკებიანი (გარდაბანში) საცხოვრებელი სახლების, ექსპერიმენტული (მონოლითური) საბავშვო ბაღის (გლდანში) მშენებლობას; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.388-389; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |