Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მებონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1951 წელს დაიწყო მუშაობდა ქ. ტყვარჩელში ადგილობრივი რესურსების საკარიერო სამმართველოში ინჟინრად, საბაგირო გზების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1953 წლიდან "საქენერგოს" ტყვარჩელის ცენტრალური ელექტრო-მექანიკური საამქროს უფროსი იყო; 1958 წელს გადაყვანილ იქნა ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" მშენებლობის განყოფილებაში უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1962 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტყვარჩელის საშენმასალების ქარხნის დირექტორად; 1965 წელს დაწინაურრებულ იქნა ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" მმართველის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1969-1970წწ. გადაიყვანეს ბოლნისში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველო "მადნეულმშენის" უფროსად; 1970-1972წწ. მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1972 წლიდან "ცეკავშირის" სისტემაშია სოხუმის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N33 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, სადაც თითქმის ათი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, საცხოვრებელი სახლების, წყალსადენისა და სხვა საკომუნიკაციო მაგისტრალების მშენებლობას ხელმძღვანელობდა; არჩეული იყო ტყვარჩელის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.389 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |