The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მეგრელიშვილი

გურამ მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზატკეცილებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.

1955 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს "ბორჯომი-ახალქალაქის" ავტომაგისტრალზე N3 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1974 წელს გადაყვანილ იქნა N44 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად, ხოლო 1986 წლიდან სამინისტროს აპარატში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.391

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეგზევე

გააზიარე: