The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისაია (მიტროპოლიტი)

ისაია
ოფიციალური სახელი:ზურაბ ჭანტურია
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი.

1993 წელს აღიკვეცა ბერად, 1994 წელს ეკურთხა მღვდლად, იყო მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი. 1995 წლის 7 აპრილს აკურთხეს ეპისკოპოსად. 1995 წლის თებერვალში მღვდელ-მონაზონ ისაიას ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიენიჭა იღუმენის წოდება. 1995-1996 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე. 2000 წელს იყო ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, 2007 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი. 2017 წლის 21 მაისს მიენიჭა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის

გააზიარე: