შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რთველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1902 წელს დააპატიმრეს და გაასახლეს ბაქოში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბაქოს პროლეტარიატის საგაფიცვო მოძრაობაში. რეაქციის წლებში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, რისთვისაც რამდენჯერმე დააპატიმრეს; 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში; 1918 წელს მონაწილეობდა დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყებაში; 1922 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის საკონტროლო კომისიის წევრად; 1923 წლიდან საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი; 1927 წლიდან საქართველოსა და ამიერკავკასიის სახელმწიფო დაზღვევის თანამშრომელი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.381 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |