The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელქისედეკი (ეპისკოპოსი)

მელქისედეკი
Legal name:არკადი ხაჩიძე
Date of birth:25 April, 1975  (50 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

თბილისის სასულიერო  სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, ხოლო პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1998 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და, იმ დროს თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) შუამდგომლობით, სწავლა გააგრძელა საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს და ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2004 წლის 4 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აკურთხეს დიაკვნად და ეწოდა სახელი-მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს აკურთხეს მღვდლად. ორივე ხელდასხმა საბერძნეთში, ქ. ტრიკალაში, წმინდა ბესარიონის სახელობის მონასტერში, შეასრულა დიავლიის ეპისკოპოსმა დამასკინოსმა. 2005 წლის 31 აგვისტოს, თბილისში, ფერისცვალების მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ხოლო იმავე წლის 11 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, აიყვანა იღუმენის ხარისხში. 2007 წელს,  ათენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იმავე წელს ჩაირიცხა სადოქტორო პროგრამაზე. ათენში ყოფნის პერიოდში მსახურობდა სხვადასხვა ტაძრებში. 2008 წლის თებერვლიდან – ივლისამდე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის კურთხევით, მოღვაწეობა გააგრძელა ესპანეთში, ქ. არნედოს წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში, ხოლო ივლისიდან, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გადაიყვანეს თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. 2008 წლის 21 დეკემბერს, აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 2009 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია ჰერეთის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ამავე წლის 3 მაისს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.

წყარო: patriarchate.ge


Share: