Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი ამაშუკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1946წწ. იყო გერმანული ენის მასწავლებელი მე-7 და მე-13 საშუალო სკოლებში; 1946-1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის გერმანული ენის მასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა მოსკოვში, დისერტაციის დაუცველად, 1988). გერმანულიდან თარგმნა გოეთეს "არჩევითი ნათესაობა" (1955), ლ. ფრანის "ქრისტეს მოწაფეები" (1969), ჰ. ბიოლის "კლოუნის თვალთახედვა" (1987), "ანა ფრანკის დღიური" (1988), კაფკას "პროცესი" (1992). ქართულიდან გერმანულად ნათარგმნი აქვს ოპერები: "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "მინდია" და სხვა. არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის (2004) მფლობელი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.29; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.182 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |