შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნელი ამაშუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1946წწ. იყო გერმანული ენის მასწავლებელი მე-7 და მე-13 საშუალო სკოლებში; 1946-1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის გერმანული ენის მასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა მოსკოვში, დისერტაციის დაუცველად, 1988). გერმანულიდან თარგმნა გოეთეს "არჩევითი ნათესაობა" (1955), ლ. ფრანის "ქრისტეს მოწაფეები" (1969), ჰ. ბიოლის "კლოუნის თვალთახედვა" (1987), "ანა ფრანკის დღიური" (1988), კაფკას "პროცესი" (1992). ქართულიდან გერმანულად ნათარგმნი აქვს ოპერები: "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "მინდია" და სხვა. არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის (2004) მფლობელი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.29; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |