The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მეგრელიშვილი

ლევან მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1998  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1979წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საქალაქო ნაგებობების სამსახურის მთავარ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "გზამშენის" მმართველად; 1979-1986წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986-1998წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" მმართველი, სს "ტრანსმშენის" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის რკინიგზის "მარაბდა-ახალქალაქის" 167 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის, თბილისის რკინიგზის სადგურის უნიკალური კომპლექსის, თბილისის ბორჯომის ვაგზლის, "ხაშური-ზესტაფონის" საუღელტეხილო უბნის ყველაზე რთული გადასარბენების, "შორაპანი-ძირულასა" და "ხარაგაული-მარელისის" მონაკვეთების რკინიგზის მეორე ლიანდაგების მშენებლობას, თბილისის კვანძის გზის მეურნეობის ობიექტების განახლება-რეკონსტრუქციას, ავჭალისა და დიდუბის სადგურების განვითარებას; მონაწილეობდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის ახალქალაქის, თეთრიწყაროსა და დუშეთის რაიონებში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის, ჭიათურაში - სკოლების, ხოლო საჩხერეში - სარკინიგზო ვაგზლის მშენებლობასა და აღდგენაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია და ხალხთა მეგობრობის ორდენი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.392; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 652-653

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • საპატიო მშენებელი
  • საპატიო რკინიგზელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: