შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიჭიკო მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წელს მუშაობა დაიწყო "ხრამჰესის" მშენებლობაზე, სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენის" N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უბნის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წელს გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1971 წლამდე მუშაობდა ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, მეცნიერ-მუშაკის თანამდებობებზე; 1971-1974წწ. სსრ კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს მიერ მოვლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც ხელმძღვანელობდა ცენტრალურ ლაბორატორიას; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მთავარი სამმართველოს სამშენებლო ტრესტ "მტკვარწყალმშენის" მთავარ ინჟინრად; 1981 წელს დაინიშნა სამეცნიერ-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" გენერალური დირექტორის მოადგილედ - მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წარეცხილი პლაჟების აღდგენაში, ახალი პლაჟების შექმნასა და დაცვაში ნაპირფორმირების ახალი მეთოდის დანერგვის გზით; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე; 1990 წელს ამავე კათედრაზე აირჩიეს დოცენტად; 1993 წელს ზღვის ნაპირების დაცვის საინჟინრო გადაწყვეტის საკითხებზე სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ - პროფესორად; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, არის 8 გამოგონების ავტორი წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.392-393 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |