The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ მელაძე

Date of birth:14 September, 1937  (87 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1969წწ. მუშაობს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის სამმართველოს ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1969-1972წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს თბომეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1972-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ზოგადი ენერგეტიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1975-1995წწ. იყო საქართველოს მთავარი სპეცსამონტაჟო სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო სამმართველო "სპეცჰელიოთბომონტაჟის" უფროსი; 1995-1998წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; 1998-2005წწ. სააქციო საზოგადოება "სპეცჰელიოთბომონტაჟის" სამმართველოს უფროსი;  1990-2004წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბწოს წევრი; 2001-2002წწ. მონაწილეობდა შვეიცარიის მთავრობის პროექტში "საქართველოს მთიანეთის განვითარება"; მონაწილეობდა ნატოსა და იუსეიდის სხვა პროექტებში; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მზის ენერგიის საშუალებით ცხელი წყლით მომარაგების მზის კოლექტორების დამამზადებელი ქარხნები; 1984 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში 300 ობიექტზე დაინერგა 500 ათასი კვ. მ. მზის კოლექტორები; აქვს 116 გამოგონება, მათ შორის 2012 წელს აღებული აქვს პატენტი მზის ენერგიის მასშტაბურ ათვისებაზე; 74 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო და ეროვნულ ჟურნალებში; გამოცემული აქვს ორი სახელმძღვანელო. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.393

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემია, აკადემიკოსია (2005-)

Share: