The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მელიქსეთ-ბეგი

დავით მელიქსეთ-ბეგი
Date of birth:28 November, 1919
Date of death:1986  (at 66 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1944 წელს.

1946 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტის" ინჟინერ-დამამგეგმარებლად; 1951 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი ინჟინერი, ჰიდროლოგიური განყოფილების უფროსი და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო; 1952 წელს დაამთავრა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1968 წელს მივლინებული იყო ირანში, ხოლო 1976-1977წწ. სირიის არაბთა რესპუბლიკაში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ზემო და ქვემო სამგორის, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაჭაობებული მიწების დაშრობისა და სხვა ობიექტების პროექტების დამუშავებაში და მშენებლობაში; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პედაგოგი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს ექვსი სამეცნიერო ნაშრომი; დაჯილდოებულია სახელმწიფო 3 მედლითა და საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.394

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: