The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ცქიტიშვილი

ავთანდილ ცქიტიშვილი
Date of birth:26 July, 1950
Date of death:6 December, 2013  (at 63 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სარვანი (1957 წლიდან ქ. მარნეული).

1969-1972 წწ. სწავლობდა თბილისის უმაღლეს სამეთაურო სამხედრო საარტილერიო სასწავლებელში; 1978-1981 წლებში  სწავლა განაგრძო ლენინგრადის საარტილერიო აკადემიაში.

1972-1973 წწ. მსახურობდა სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ოცეულის მეთაურად უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. ხოლო 1973-1975 წწ. კი სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ასეულის მეთაურად ასევე უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში; 1975-1976 წწ. - შუა აზიის სამხედრო ოლქის I-ი სააარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 515-ე მოტომსროლელ პოლკში; 1976-1981 წწ. - შუა აზიის სამხედრო ოლქის I-ი საარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 906-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსად; 1981 წლიდან ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მე-11 გვარდიული არმიის საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის მეთაურად; 1981-1985 წწ. მე-40 სატანკო დივიზიის 886-ე გვარდიულ-საარტრილერიო პოლკის შტაბის უფროსად; 1985-1986 წწ.  შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, კერძოდ, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში; 1986-1989 წწ. მსახურობდა 129-ე დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაურად; 1989-1991 წწ. საქართველოს სსრ სამოქალაქო თავდაცვის შტაბში;  1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1990 წელს, საქართველოს ეროვნული გვარდიის-შინაგანი ჯარების ჩამოყალიბების დღიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დაანება თავი სსრკ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოღვაწეობას და დაინიშნა ახალი საქართველოს I-ი ბრიგადის პირველ მეთაურად: დაევალა მისი ჩამოყალიბება და დაკომპლექტება; 1991 წლის აგვისტოდან მსახურობდა – ეროვნული გვარდიის სარდლის პირველ მოადგილედ; 1992 წლის იანვრიდან მსახურობდა – თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბრძოლო სამმართველოს უფროსად. 1992 წლის თებერვლიდან მსახურობდა – შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად; 1993 წლის მაისიდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან; 1996 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით დაბრუნდა სამსახურში სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსად; 1999 წლის სექტემბერში კვლავ დაანება თავი სამსახურს და გახდა ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. 2013 წლიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად. მიღებული აქვს უცხო ქვეყნების ჯილდოები. ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.130; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.81-84

Member of Organizations

  • საქართველოს ლეგიონი, დამფუძნებელი
  • ძალოვან სტრუქტურების ვეტერანთა ლიგა, დამფუძნებელი

Awards and Honors

  • 1999 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მხედრული ვალის მოხდისათვის
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    საქართველოს სასაზღვრო ძალების აღმშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის

Share: