The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა მელქაძე

მედეა მელქაძე
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართევლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-2009წწ. იყო სსი "თბილქალაქპროექტის" პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1977-2010წწ. არქიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობამიღებული და პრემირებული პროექტებია: "სკოლა" თბილისში, "პოლიკლინიკა" თბილისში, "მოხუცთა დღის სამყოფი", "მშვიდობის გამზირის რეკონსტრუქცია", "მრავალფუნქციური კომპლექსი" რუსთაველის გამზირზე და "საჯარო სკოლა" თბილისში, საჯარო სკოლა სოფ. აბანოში; 1977-2007წწ. რეალიზებული ობიექტებია: "ტენისის კლუბი", "ადმინისტრაციული შენობა", "სასტუმრო" თავისუფლების მოედანზე, "სასწავლო ცენტრი" და "საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-დაშენება" თბილისში; მონაწილეობდა 18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო სტატია; 2001 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გაზეთ "არქიტექტურა...პროცესის" რედაქტორი. 1992 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (1992).

საკანდიდათო დისერტაციის თემა - "ახალი საცხოვრისი თანამედროვე ქალაქგეგმარების კონტექსტში".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.396-397

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (1996-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1983-)

გააზიარე: