The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მენაბდე

ალექსანდრე მენაბდე
Date of birth:8 January, 1912
Date of death:1 December, 1997  (at 85 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს.

1934 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალში; მონაწილეობდა "სოხუმჰესის", "შაორი-ტყიბული" ჰესებისა და "ბახვი-ნატანების" ჰესების კასკადის დაპროექტებაში; 1953 წელს დაინიშნა "ორთაჭალჰესის" პროექტის მთავარ ინჟინრად; მისი ხელმძღვანელობით შესრულებული საპროექტო სამუშაოები გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკური დონით; 1955 წელს დაინიშნა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" "ლაჯანურჰესის" პროექტირების განყოფილების გამგედ და პროექტის მთავარ ინჟინრად; მისი ხელმძღვანელობით იყო დაპროექტებული და აშენებული (ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე) რკინაბეტონის პირველი თაღოვანი კაშხალი ლაჯანურჰესისათვის; 1961 წელს დაინიშნა ენგურის ჰესების კასკადის პროექტის მთავარ ინჟინრად და "თბილჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1972 წლიდან იყო "ენგურჰესის" პროექტის მთავარი ინჟინერი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, საკავშირო და რესპუბლიკური საუწყებო საპატიო სიგელები. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.397; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.223; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: