შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს. მუშაობდა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სპეციალიზებულ სახელოსნოში; შეადგინა ძველი თბილისის დეტალური დაგეგმარების პროექტი; 1985 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით დაინიშნა საპატრიარქოს მთავარ არქიტექტორად; 1988 წლიდან აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად უძღვებოდა საპატრიარქოსთან ჩამოყალიბებულ ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს; 1990 წლიდან კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღოლია; 1995 წელს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი; 2003 წლიდან ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს; მისი კონსულტაციებით დაპროექტდა თბილისის წმ. აბო თბილელის, ასი ათას მოწამეთა და ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესიები, რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.397
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |