The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ დროზდოვი

ნიკოლოზ დროზდოვი
Date of birth:26 October, 1944  (80 years)
Category:Journalist, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ყარაგანდის ოლქი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1985წწ. მუშაობდა უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის სამეცნიერო -სასწავლო ლაბორატორიაში რედაქტორად; 1980-1985წწ. იყო ქდსპფ სტუდიის მთავარი რედაქტორი, 1985 წლიდან - ამავე სტუდიის რეჟისორი, 1984-1994წწ. -გაერთიანება "პოზიციის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1985-1995წწ.  საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილები: "მჭედელი" (ვ. მიქელაძე, 1974), "კარის გასაღები" (ვ. მიქელაძე, 1975), "ბამი-ქართული ფინალი" (ვ. მიქელაძე, 1976), "ევგენი მიქელაძე" (ვ. მიქელაძე, 1979), "სახელი მატიანეში" (ზ. შანიძე, 1983). როგორც რეჟისორმა თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: "ზაქარიას მინდორი" (1984), "ნოდარ დუმბაძე" (1986), "ბედისწერა" (1986), "მარადისობის მძევალი" (1989), "გზა შინისაკენ" (6 ფილმი, 1990-1994), "შევარდნაძის ხანის თეატრი" (1993). 1994-2005წწ. როგორც  რეჟისორი მონაწილეობდა ტელეკომპანიების: "აუდიენცია", "მე-9 არხი", "მზე" დოკუმენტური ფილმების პროექტებში. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1984).

სადისერტაციო თემა - "მამია ორახელაშვილის პუბლიცისტიკა".

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.76; sputnik-georgia.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.372

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ფილმისათვის "ნოდარ დუმბაძე"

Share: