The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონ შალიკაშვილი

ჯონ შალიკაშვილი
ოფიციალური სახელი:მალხაზ შალიკაშვილი
სხვა სახელი:დევიდ
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 2011  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:არლინგტონის მემორიალური სასაფლაო, აშშ
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: პოლონეთი.

1952 წელს ოჯახით აშშ-ში, ქ. პეორიაში (ილინოისის შტატი) გადასახლდა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1958 წელს მანქანთმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრედლის უნივერსიტეტში. სწავლა განაგრძო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში და მალე საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. 1958 წელს შევიდა ამერიკის ჯარში. აშშ უმაღლესი სამხედრო - საზღვაო სასწავლებლის, შტაბისა და არმიის სამხედრო კოლეჯების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მსახურობდა შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ასრულებდა დირექტორის, სტრატეგის, პოლიტიკური დამგეგმავის მოვალეობებს. 1984 წელს დაინიშნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პირველ ჯავშან-სატანკო დივიზიის თანაშემწედ. 1986 წელს  შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობაში უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწედ ბრუნდება. 1987-1989 წლებში მსახურობს ვაშინგტონის შტატის ქ. ფორტ - ლევისში მე-9 მოტორიზებულ დივიზიაში, 1989 წლიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ევროპაში დისლოცირებული ამერიკის მე-7 არმიის შტაბის უფროსის მოადგილეა. 1991 წელს სათავეში ჩაუდგა ოპერაციას "Provide Komfort", ერაყელი ქურთებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროგრამას, რომლის საშუალებითაც ჩრდილო ერაყში ასიათასობით ლტოლვილი ქურთი დაბრუნდა. 1991 წელს იგი ვაშინგტონში გაიწვიეს და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნეს. 1992-1993 წლებში იგი ევროპულ ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდლისა და, შესაბამისად, ევროპაში NATO–ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობებს ითავსებდა, მონაწილეობდა ამერიკა - კორეის, ამერიკა - ვიეტნამისა და ამერიკა - ქუვეითის ომებში. 1993 წელს კი, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დააწინაურეს. 1997 წელს ამერიკის არმიაში 38-წლიანი მსახურების შემდეგ, საკუთარი სურვილით ტოვებს სამხედრო სამსახურს და იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ქ. სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის პროფესორი. იგი აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2004 წელს მთავარი მრჩეველია დემოკრატ ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში. ქ. გურჯაანში, ძმები შალიკაშვილების ქუჩაზე, შალიკაშვილების წინაპრების მიერ 1830 წელს აშენებულ სახლში, 1999 წლიდან ფუნქციონირებს – "შალიკაშვილების სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი". 2005 წელს თავად გენერალმა მუზეუმს უსახსოვრა თავისი ჯილდოები და სამხედრო მუნდირი. მის მუნდირზე, მკერდთან, მარჯვენა მხარეს, სიცოცხლის ბოლომდე მოჩანდა წარწერა: SHALIKASHVILI. არმიის გენერალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: "თავისუფლების" მედალი, ბრინჯაოს ვარსკვლავი და ა.შ.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.149; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.168

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბოინგის" კომპანიის დირექტორთა საბჭო, წევრი
  • შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი, თავმჯდომარე (1993-)
  • ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანია, მრჩეველი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება
  • 1986 - გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება
  • 1982 - ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება
  • 1959 - მეორე ლეიტენანტის სამხედრო წოდება
  • აშშ კონგრესის "ღირსების" მედალი

გააზიარე: