შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მესხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდების და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1987წწ. მუშაობდა N454 ხიდმშენ მატარებლის, შემდეგ კი N39 ხიდმშენ რაზმის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1978წწ. არჩეული იყო ხიდების მშენებელთა პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარედ; 1977-1980წწ. მივლინებული იყო ავღანეთში ხიდების მშენებლობაზე; 1984-1987წწ. ლაოსში ხიდების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1987-1996წწ. მუშაობდა N12 სამშენებლო ტრესტ "ხიდმშენის" მთავარ დისპეჩერად, ამავე ტრესტის სხვადასხვა სამმართველოში უფროსის მოადგილედ; 1996 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" N4 ფილიალში დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" სამუშაოების ხარისხის განყოფილების უფროსად; მისი მონაწილეობით აშენდა: საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კორპუსის თაღოვანი ფასადი, სახიდე გადასასვლელები კრასნოდარის მხარეში, "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის ხაზზე, საავტომობილო ხიდი (90 მეტრის სიგრძით) ქ. სევანში (სომხეთი), რკინიგზის ხიდები სადგურ წიფაში, "ზესტაფონი-ხაშურის" მონაკვეთზე, მეორე სალიანდაგო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით; საავტომობილო ხიდი ქ. თბილისში მდ. მტკვარზე (ორთაჭალაში), ექსპერიმენტული საავტომობილო ხიდი (მალის ნაშენით 41+81+41 მეტრის სიგრძით) მდ. მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ქ. თბილისში, შვიდი საშუალო სიგრძის საავტომობილო ხიდი 300 მეტრის საერთო სიგრძით ავღანეთში და ხიდი 240 მეტრის სიგრძით ლაოსში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.399-400; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |