Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალიკა მესხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა განთიადი, გაგრის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1968-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1974წწ. ტრესტ "კურორტმშენში" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორად; 1974-1980წწ. იყო გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორი, აფხაზეთის ასსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის დირექტორი; 1980-1984წწ. საწარმოო გაერთიანება "აფხაზგაზის" მთავარი ინჟინერი; 1984-1992წწ. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ასსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის საბინაო სამმართველოს; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის კომუნალური და საბინაო მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; ქ. გაგრის ზონის საკურორტო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.400
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |