შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ნადირაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით 1985 წელს. 1985 წლიდან მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; 1988-1991 წწ. პროფესიული ორიენტაციის ცენტრში განყოფილების გამგედ; 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1995-2007 წწ. სამედიცინო გამოყენებითი და ზოგადი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის პრორექტორია; 2000 წელს მუშაობდა სანფრანცისკოში, როლო მეის სახელობის კვლევით ინსტიტუტში (აშშ); 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 2005-2011 წწ. ხელმძღვანელობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას; 2005-20017 წწ. ეწეოდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელობას; 2007-2011 წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელმძღვანელობდა მისი ავტორობით შექმნილ სამაგისტრო პროგრამას განწყობის ფსიქოლოგიაში; 2011 წლიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, განწყობის ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დამფუძნებელი, აკადემიური საბჭოს წევრი; გავლილი აქვს არაერთი სტაჟირება საერთაშორისო პროგრამებში; დ. ნადირაშვილი საქართველოში გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდის შემომტანი და გამავრცელებელია; 2011 წელს დააარსა და ხელმძღვანელობს კავკასიის მასშტაბით, ევროპაში ინტეგრირებულ პირველ "საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტს", რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროგრამით ამზადებს ევროპული პროფესიული ცენზის გეშტალტ თერაპევტებს და ფსიქო-კონსულტანტებს; დ. ნადირაშვილი პირველი ქართულენოვანი გეშტალტთერაპიული სახელმძღვანელოს ავტორია; მისი ხელმძღვანელობით ტარდება საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციები ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში; იგი აქტიურად ეწევა საზოგადოებაში ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მეცნიერებების პოპულარიზაციას. არის 6 მონოგრაფიისა და მრავალი ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მის ორ ფუნდამენტურ ნაშრომში, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოიყენება, გეშტალტ თერაპიის მთავარი პოსტულატები, თეორიისა და ტექნიკის პრაქტიკული გამოყენება სიღრმისეულადაა გადმოცემული. დ. ნადირაშვილი ენისა და კულტურის გათვალისწინებით, ახორციელებს გეშტალტთერაპიული ცნებების ქართული ექვივალენტების შემუშავებას და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში და კავკასიის მაშტაბით პირველი, ევროპაში სერტიფიცირებული გეშტალტ თერაპევტია. მუშაობს განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის ინტეგრაციულ მოდელზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |