შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა არევაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს. 1991 წელს (სექტემბრიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად, საერთო განყოფილების სხდომის მდივნად; 1991-1992წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილების კონსულტანტად; 1993-1999წწ. მუშაობდა ამავე განყოფილების უფროს კონსულტანტად; 1999 წელს (აგვისტოდან სექტემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილებაში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სასამართლო პრაქტიკის განზოგადების სექტორის გამგედ; 1999-2000წწ. მუშაობდა ამავე სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების უფროსად; 2000-2002წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2012წწ. იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის 5 მარტიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო; 2012 წელს (მარტიდან ოქტომბრამდე) დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.39; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ გვერდი: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |