შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკში. დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სენაკის სამეცნიერო საწარმოო საცდელი სადგურის დირექტორად (1958-1990), დაარსებიდან გარდაცვალებამდე. სოიასა და სიმინდის რამდენიმე დარაიონებული ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი, მის მიერ გამოყვანილი სოიას ჯიში "კოლხიდა-4" მიჩნეულია მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთერთ საუკეთესო ჯიშად და შეყვანილია სოფლის მეურნეობის ენციკლოპედიაში. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით არის გამოყვანილი კიდევ რამდენიმე სოიას ჯიში: "უნივერსალი-1", "მეგრული-2", "სენაკი" და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 123 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. "ВАК"-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა წამყვანი მეცნიერ მუშაკის ხარისხი. სელექციონერი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |