The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ არეშიძე

Date of birth:22 January, 1952  (72 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1975-2001წწ. მუშაობდა მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1975-1979წწ. იყო მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ექიმი ორდინატორი; 1979-1985წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2001წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2005წწ. საქართველოს მთავარი კარდიოლოგი; 1995-1996წწ. მსოფლიო ბანკის საქართველოს ჯანდაცვის რეორიენტაციის პროექტის დირექტორი; 1997-2000წწ. მსოფლიო სავაჭრო ასოციაციის საქართველო-აშშ კოოპერაციული პროექტის "გულის მწვავე დაავადებების მწვანე პროფილაქტიკა" მმართველი; 1992 წლიდან შპს. "ინტერფარმის" დამფუძნებელი, დირექტორი და ამ კომპანიის კარდიოლოგიური კაბინეტის ექიმი; 1991 წლიდან შპს "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" თანამშრომელი; 2000 წლიდან საერთაშორისო ფონდის "კეთილი ნების ექიმთა და მოსწავლეთა საერთაშორისო დაოსტატება" დამფუძნებელი და გაცვლითი პროგრამების საქართველოს კოორდინატორი; 2000 წლიდან შპს "ეუკამედის" მრჩეველი. არის ჰოლტერ-მონიტორირების და კომპიუტერული სტრეს-ელექტროკარდიოგრამის პიონერი საქართველოში; 4 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, 62 ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მინიჭებული აქვს საპატიო ექიმის წოდება - Rotary International (1992); ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი (1992); ეროვნული აკადემიებისა და კოლეჯების მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი წევრი (1995); საერთაშორისო როტარი კლუბის 8 კლუბის საპატიო წევრი; riendship Force International (Atlanta Georgia, აშშ) - საპატიო ელჩი; "საქართველოს მოყვარულთა შვეიცარული საზოგადოების საპატიო (ბაზელი, 1988) და ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ფონდის HEART TO HEART (1995) წევრი. 1995 წლიდან მონაწილეობდა კოჯრის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა "განათლებისა და ჰუმანიზაციის" პროგრამაში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილი ავადმყოფების გულის რიტმის დარღვევები და მათი კავშირი უეცარ სიკვდილთან", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.40

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი (1992-)
  • ეროვნული აკადემიებისა და კოლეჯების მსოფლიო ორგანიზაცია, პირდაპირი წევრი (1995-)
  • ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭო, თავმჯდომარე (1997-1999)

Awards and Honors

  • 1984 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: