The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როსტომ გურიელი

Date of birth:15??
Date of death:1566
Category:Nobleman

Biography

როსტომ გურიელი - გურიის მთავარი 1534-1566 წლებში, მამია I გურიელის ძე. აქტიურად იბრძოდა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ, მონაწილეობდა მურჯახეთის (1533), ქარაღაქის (1543) და სოხოისტის (1545) ბრძოლებში. ამ უკანასკნელ ბრძოლაში დაეღუპა ვაჟი ქაიხოსრო. ქარაქაღის ბრძოლაში დახმარებისათვის იმერეთის მეფემ უბოძა სამცხის სამთავროს ნაწილი - აჭარა და ჭანეთი. როსტომ გურიელის საქმიანობით განრისხებულმა თურქებმა გურიაზე გაილაშქრეს. 1547 წელს თურქთა ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და ბათუმის მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება იმერეთის მეფესა და დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე ჭოროხის გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, გონიოს ციხე გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. 1557 წელს, როცა ლევან I დადიანი ოსმალეთში იყო წასული, როსტომ გურიელს ოდიშის სამთავრო ჰქონდა დაკავებული. მომდევნო ხანებში როსტომ გურიელი თურქებთან ბრძოლას განაგრძობდა და არც იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა, რადგან ეს უკანასკნელი მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, ისევე როგორც დადიანი ჰყავდა დატყვევებული. იმერეთის მეფემ როსტომი თავისთან მიიწვია ოდიშზე ლაშქრობის მიზნით, მაგრამ გურიელი მეფეს არ ენდო და არ ეახლა. ქაიხოსრო ათაბაგმა ამით დრო იხელთა და გურიელი და დადიანი მისკენ გადაიბირა. ისინი დაეხმარნენ ლევან დადიანს სამეგრელოში ხელისუფლების დაბრუნებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.449


Share: