Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ II გურიელი![]()
Biographyგურიის მთავარი 1625, 1658 წლებში. მამია II გურიელის ძე. 1621 წელს ცოლად შერთო მანუჩარ I დადიანის ასული მარიამი. 1625 წელს სიმონმა მოკლა მამა და გახდა გურიის მთავარი. იმავე წელს სოფელ ლანჩხუთთან ბრძოლაში დაამარცხა ლევან II დადიანმა, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა. 1658 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს და აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც განაგებდა სამთავროს. სიმონ II გურიელი ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.352
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |