The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მეტრეველი

ივანე მეტრეველი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1908  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის საგზაო მშენებლობის ფაკულტეტი 1932 წელს.

1934-1934წწ. მუშაობდა ქ. როსტოვში; 1934-1946წწ. თბილისის სამოქალაქო მშენებლობებზე; 1946-1949წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის და 1949-1951წწ. სამშენებლო გაერთიანება "თბილმშენის" სამშენებლო სამმართველოებ; 1952-1956წწ. ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს; 1956-1961წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "თბილსპეცმშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1962-1963წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" მთავარი ინჟინერი; 1964-1969წწ. ამავე ტრესტის N4 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1970-1971წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებარე მაღლივი კომპლექსის მშენებლობის დირექტორი; 1979-1987წწ. სახელმწიფო გაერთიანება "საქსოფლდამზადების" კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი; მინიჭებული ჰქონდა მე-10 და მე-11 ხუთწლედების დამკვრელის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.401

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: