Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლმშენებელო კომბინატში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1972 წელს იყო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1976 წელს დაინიშნა სამმართველოს უფროსად; 1982 წელს გადაყვანილ იქნა სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მიწისქვეშა სპეციალიზებულ ტრესტ "სამრეწველო საწარმოთა კომბინატის" დირექტორად; 1990 წლიდან ფირმა "მამისონის" პრეზიდენტი იყო; 1996 წლიდან სამშენებლო ფირმა "რაიმეს" გენერალური დირექტორი; აქტიურად იყო ჩართული ქ. თბილისში საცხოვრებელი მასივებისა და მიკრორაიონების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.401
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |