The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლგერდ მეტრეველი

Date of birth:17 January, 1935
Date of death:1991  (at 55 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სომიწო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1959-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1976წწ. ამავე სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად და უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1987წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; 1987 წლიდან იყო საპროექტო, სამრეწველო-სამშენებლო გაერთიანება "საქტრანსგაზის" სამმართველოს მთავარ ინჟინერი; მონაწილეობდა საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში ქ. თბილისის და საქართველოს რეგიონების ტერიტორიაზე; აქტიურად იყო ჩართული 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებული სოფლების აღდგენაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.402


Share: