The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ მეტრეველი

ომარ მეტრეველი
Date of birth:3 April, 1941  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სომიწო, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" სამმართველოს უფროსად, ასევე სამონტაჟო ტრესტ "საქმექანომონტაჟის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; იყო შპს "მრეწვენტილაციის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, რუსთავის ქიმიური ქარხნების, საქართველოს ენერგეტიკული კომპლექსების, თბილისის მეტროპოლიტენის, ქუთაისის ავტოქარხნის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ობიექტების, საქართველოს პარლამენტის შენობის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის, თბილისის ახალი თამბაქოს ფაბრიკის, მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის, ოპერისა და ბალეტის სახელობის თეატრის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.402


Share: