The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგლა მეფარიშვილი

გიგლა მეფარიშვილი
ოფიციალური სახელი:გივი მეფარიშვილი
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2010  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1965 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა თბილისის საშენ მასალათა კომბინატში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1975 წელს დაინიშნა თბილისის კერამიკული კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1977-1979 წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1979-1989 წწ. დაინიშნა საქართველოს საშენი მასალების მრეწველობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1989 წლიდან იყო საქართველოს "სახმშენის" გაერთიანება "საქსაშენიმასალების" მთავარი ინჟინერი; 1990-1994 წწ. ასოციაცია "საქასაშენიმასალების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1994-1997 წწ. საქართველოს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "საშენიმასალების" გენერალური დირექტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და მედლები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "თბილისელის" საბჭო, წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

გააზიარე: