შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მეფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძევრი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის ქობულეთის N3 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1985წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1999წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი, 1999 წლიდან შპს "სპეცმშენის" დირექტორი იყო; სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს უფროსი. მისი მონაწილეობით აშენდა: "თბილსრესი", "ვარციხეჰესი", ჟინვალის ჰიდროტექნიკური კვანძი, თბილისის წყალგამწმენდი ნაგებობა, სტავროპოლის თბოელექტროსადგური, ქსნის მინის ტარის ქარხანა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმოო-ტექნიკური ბაზა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.403; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.436 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |