The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგალიტა მეცხრიკაძე

დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:1966  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს.

1936 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში N716-ე საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1939 წელს იყო ამავე ორგანიზაციის უფროსი; 1946 წლიდან N731-ე საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსი იყო; 1949 წელს გადაიყვანეს N732-ე საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსად აფხაზეთში, სადაც 1965 წლის ბოლომდე მუშაობდა; იყო პირველი და ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობდა საავტომობილო გზების საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს, არაერთგზის იყო არჩეული რაიონული საბჭოების დეპუტატად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით აშენდა და რეკონსტრუირებული იყო მრავალი საგზაო ობიექტი, მათ შორის: "დუშეთი-ყაზბეგი-ვლადიკავკაზის", "ფშავ-ხევსურეთის" რეგიონის, "ზაჰესი-გორი-ბორჯომის", "გუდაუთა-განთიადი-ლოო-სოჭის" საავტომობილო გზები, სამდინარო ხიდები და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.403-404

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: