The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ მეძველია

იასონ მეძველია
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპმშენებლობის მთავარი სამმართველოს სარაიონთაშორისო კაპმშენებლობების სამმართველოს უფროსი, რომელიც ასრულებდა დამკვეთის ფუნქციას; უშუალოდ მონაწილეობდა საცხოვრებელი სახლებისა და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში. მიღებული აქვს მედლები და სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.404

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: