Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მეძმარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დონეცკი, უკრაინა. სწავლა დაიწყო ქ. დონეცკის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში 1973 წელს; სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე 1974 წელს, რომელიც დაამთავრა 1978 წელს; მოგვიანებით მიიღო უმაღლესი ეკონომიკური განათლება. 1978 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1983 წელს გადაიყვანეს სამუშაოდ საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში ადგილობრივი მრეწველობისა და ჯანდაცვის, კურორტებისა და სპორტის განყოფილებებში წამყვან სპეციალისტად (1983-1985წწ.); 1985-1988წწ. რესპუბლიკის კაპდაბანდებების კრებსით განყოფილებაში ქვეგანყოფილების უფროსად; 1988-1995წწ. იყო სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის, მოგვიანებით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1995-2002წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს, მთავარი სამმართველოს უფროსი და დეპარტამენტის დირექტორი; 2003 წელს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ; საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის დაპროექტებაში; უშუალოდ კურირებდა ადგილმრეწველობის, ჯანდაცვის, საკურორტო და სპორტის სფეროს ობიექტების მშენებლობას, ასევე სხვა დარგებში მიმდინარე მშენებლობის და კაპიტალური დაბანდებით მათ უზრუნველყოფას; ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას; საგანგებო საკვალიფიკაციო სწავლება გაიარა აშშ-ში, შვეიცარიაში, თურქეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და რუსეთში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.404 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |