The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მეძმარიაშვილი

მიხეილ მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1966 წელს.

იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" მთავარი სპეციალისტი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: მშენებლობის სამინისტროს პანსიონატი 500 ადგილზე ქობულეთში (ბობოყვათი), თსუ-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი 850 ადგილზე ბაგებში, სამეცნიერო ხელსაწყოთმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიურო თბილისში, საავადმყოფო რუსთავში, გაზის სამმართველოს დასასვენებელი სახლი წყნეთში, საქართველოს კპ ცკ-ს ყოფილი გამომცემლობა თბილისში, კურორტ საირმის გენგეგმა, კურორტ საირმის საერთო-საკურორტო ცენტრი, სასტუმრო კურორტ საირმეში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მაზერში (სვანეთი), კურორტების - ჩაქვისა და ციხისძირის გენგეგმები, გაგრის საპარკო ზონის გენგეგმა, სანატორიუმი საირმეში, რესტორანი დმანისში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.407-408

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1973-)

გააზიარე: