შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ვოდოლაჟევსკი![]()
ბიოგრაფია1951-974წწ. მუშაობდა "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად, კინოგადაღებათა ოპერატორად მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე. როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო "ზოია რუხაძე" (დ. რონდელი, 1971), "გაზაფხულის საღამო" (გ. ჭოხონელიძე, 1972), "შუშანიკის წამება" (რეჟ. ვ. ზუბაშვილი, 1989), "მარადიული სიცოცხლე" (რეჟ. პ. რატიანი, 1996) და სხვ. 1974 წლიდან იყო ქდსპფ (დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია) სტუდიის ოპერატორი, გადაიღო დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები: "გიორგი შავგულიძე" (1974), "თბილისელები" (1974), "ქართული არქეოლოგია-გუშინ, დღეს, ხვალ" (გ. ჭუბაბრია, 1984), "ჩვენ ქურთები ვართ" (გ. ჭუბაბრია, 1982), "ეროსი მანჯგალაძე" (ნ. ჯორჯაძე, 1983), "ოთხნი მილიონიდან" (ი. ტრიპოლსკი, 1983), "აკადემიკოსი ილია ვეკუა" (გ. ჭუბაბრია, 1984), "ზაარბრუკენის ქრონიკები" (გ. ჭუბაბრია, 1985), "ტალანტრბის პოვნის ნიჭი" (მ. ყიფიანი, 1986), "დინასტია" (კ. კერესელიძე, 1986), "დევიდი ოცნებობს" (მ. გეგენავა, 1987), "მცირე მექანიზაცია ჩაის მრეწველობაშ" (დ. კობახიძე. 1988), "ჩაი, ჩვენი მეგობარი" (კ. კერესელიძე, 1988), "სელექცია საქართველოში" (ი. პაპავა, 1989), "შალვა დადიანი" (ო. გურგენიძე, 1990), "მოქანდაკეები კოტე და მერაბ მერაბიშვილები" (გ. ჭუბაბრია, 1991) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 87; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |