The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მინდელი

თამაზ მინდელი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2000  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1965წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. ალმა-ათაში (ყაზახეთი), ენერგოობიექტების მშენებლობაზე; გაიარა პროფესიული დაოსტატების ყველა საფეხური, მშენებელი ოსტატიდან ალმა-ათის თბომეურნეობის საექსპლუატაციო რაიონის უფროსამდე; 1965-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" მარნეულის გერანის ზეთსახდელი ქარხნისა და მისი სასათბურე მეურნეობის მშენებლობის ხელმძღვანელად; 1967-1968წწ. იყო თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1968-1975წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს თბომეურნეობის რესპუბლიკურ და 1975-1980წწ. თბილისის საბინაო მეურნეობის სამმართველოებს; 1980-1983წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; თბილისის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1995-2000წწ. კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურის უფროსი; წლების განმავლობაში კურირებდა კომუნალური, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; ხელმძღვანელობდა N1 საშუალო სკოლის რეკონსტრუქციას, უნივერმაღ "ბავშვთა სამყაროს" მშენებლობას, თბილისის ახალი მიკრორაიონების საგანმანათლებლო და კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის გაფართოებას; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს 16 მოწვევის დეპუტატი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.410-411


გააზიარე: