Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ მინდიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" N3 არქირექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1976-1977წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის მთავარ არქიტექტორად; 1977-1986წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" N6 არქიტექტურულ სახელოსნოში უფროს არქიტექტორად; 1986-1988წწ. იმავე საპროექტო ინსტიტუტის N6 კომპლექსური სახელოსნოს არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-1991წწ. სახელოსნოს მთავარ სპეციალისტად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება "კათედრალს"; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, რომელთაგან მასშტაბურობითა და მხატვრული გადაწყვეტით გამორჩეულია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი ქ. თბილისში (1995-2004); წმ. ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998წ.) და სხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსების, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა კონკურსების გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.411-412; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.39 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |