Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაკურ მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-2009წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" (1995 წლიდან სს "საქქალაქმშენპროექტი") ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად, ტექნიკურ დირექტორად საპროექტო დარგში და დირექტორად; 2009 წლიდან არის საპროექტო ორგანიზაციის შპს "ახალი საქქალაქმშენპროექტის" დირექტორი; მონაწილეობდა მრავალი საცხოვრებელი სახლის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, დასასვენებელი და ადემინისტრაციული დანიშნულების შენობების დაპროექტებაში, საქართველოს არაერთი რაიონის, ქალაქის, დაბისა და კურორტის ქალაქმშენებლობითი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში; მისი მონაწილეობით დაპროექტებული ობიექტებია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი, სამთავრობო დასასვენებელი სახლი მიუსერაში, სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს პარლამენტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობები (რეკონსტრუქციის პროექტები), ვალეს, სარფის, ნინოწმინდისა და გეგუთის საბაჟო გამშვები პუნქტები, მიწისძვრით დაზარალებული მწვავე ავარიული შენობები (რაჭაში, თბილისის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში, აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტები), აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და სხვა ობიექტები; მუშაობდა სიღნაღის, გორის, ხაშურის, ახალციხის, ჩოხატაურის, ბახმაროსა და ურეკის განვითარების გენგეგმებზე, საქართველოს სივრცითი განვითარების ჩარჩო-კონცეფციაზე "საქართველო-2015". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.413
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |