შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო თარხან-მოურავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ჟორდანიას სახელოსნო) 1996 წელს. 1996 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა სომხურ ფილმში თბილისში მცხოვრებ მხატვარ ვანო ხოჯაბეკიანზე "ანთებული ფარანი" (ა. აივაზიანი, 1983). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "გზაჯვარედინი" (ლ. კიტია, 1991) და "თვინიერი" (დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვით, რეჟ. ა. ვარსემაშვილი, 1991). მონაწილეობდა ფილმებში: "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "წინამორბედი"(ი. კვაჭაძე, 1988), "ცივა" (გ. ბარაბაძე, 1989), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991), "მეოთხე თვის პირველიო დღე" (გ. ცაავა, 1991), ნ. ჯორჯაძის ფილმებში: "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (1996), "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" (2000, "ფოსტალიონი" (2003). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 91; შოთა რუსთაველის სახელობის სახ. თეატრის ვებ-გვერდი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |