Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაზი შამანაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1965 წელს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა სოფელ პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად. იყო თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციის ჟურნალისტი. აქვეყნებდა კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო წერილებს. ბოლო წერილი მან 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, დაიწყო მისი, როგორ ჟურნალისტის, დევნა და შევიწროვება. 1982 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, "ვაჟაობის" დღესასწაულზე, ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77 გვერდიანი მხილების ტექსტი. მასთან ერთად დაკავებული იქნა დედამისიც. დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის მ. ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზი შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადა და გარდაიცვალა. 2011 წლის აგვისტოში მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დააწესა. ჯილდო და სიგელები იმ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურებიან, საზოგადოებას მართალ, ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ამასთანავე, ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |