შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ასლანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი იურისპუდენციისა და ეკონომიკის ბაკალავრიატი 1998 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი (2000), ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2020). "თიბისი ბანკის" ანგარიშების მენეჯერი (1998-1999), დეპოზიტების მენეჯერი (1999-2000), საკრედიტო ადმინისტრატორი (2000.08-2000.09), საკრედიტო მენეჯერი (2000-2001), ხაზინის და ბანკთაშორისი ოპერაციების მენეჯერი (2001-2003), ნაძალადევის ფილიალის მთავარი ბუღალტერი (2003-2004); ბანკი "რესპუბლიკის" ხარისხის მართვის და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი (2003.12-2004.02), ცენტრალური ფილიალის მმართველი (2004.02-2004.08), კლიენტთა მომსახურების დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი, 2004-2006); "ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალის" კომერციული დირექტორი (2006-2011); 2011-2013წწ. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-"ტიფლის სითი" აღმასრულებელი დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი), ბიზნესის განვითარების დირექტორი (2013.01-2013.08), აღმსასრულებელი დირექტორის მოადგილე /ფინანსური დირექტორი (2013.08-2013.11); 2013-2019წწ. "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი; 2014-2019წწ. შპს "დავების განმხილველი ცენტის" გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე; 2019 წლიდან "ფილიპ მორის საქართველოს" საგარეო ურთიერთობების დირექტორი; 2023 წლის ივნისიდან კომპანია "იუჯითის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |