შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ცხაკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. 1927 წელს დუშეთის თეატრალურ დასში მოღვაწეობდა. 1929 წელს ერთდრულად სწავლობდა თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელ სკოლასა და თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის "ტრამის" სტუდიაში. 1931 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა "ტრამში", იმავე პერიოდში მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას. 1933-34 წწ. სეზონში ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. 1934-1936 წწ. სეზონში თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1941 წელს გარდაცვალებამდე კვლავ მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრშია, სადაც იგი ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლებოდა. შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ნუგზარ ბატონი (ს. თვარაძის "სურამის ციხე"), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), გიორგი (შ. დადიანის "ჩატეხილიხიდი"), ჯანდიერი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), გიორგი (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), მერკუციო და ლორენციო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), შტრაუზახერი (შილერის "ვილჰელმ ტელი") და სხვა. დ. ცხაკაია მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტში, როგორც მსახიობი და რეჟისორი. რადიოში განხორციელებული აქვს 100-მდე გადაცემა: ჯ. სვიფტის "გულივერის მოგზაურობა", ე. შვარცის "წითელქუდა", ვ. ჰიუგოს "კოზეტა" და სხვა. წერდა სცენარებს რადიოგადაცემებისთვის. წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.99-100 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |