The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა მიქაბერიძე

ვაჟა მიქაბერიძე
Legal name:რაჟდენ მიქაბერიძე
Date of birth:1 March, 1931  (94 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა უკრაინაში, სამშენებლო უბნისა და სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1959-1961წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გაზმომარაგების გაერთიანება "თბილგაზის" მთავარ სპეციალისტად; 1983-1986წწ. იყო რესპუბლიკური გაერთიანება "არქდიზაინის" პრეზიდენტი; 1992-2001წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; ხელმძღვანელობდა არაერთი მნიშვნელოვანი საკავშირო ობიექტის: სასტუმროების - "მეტროპოლის", "ბერლინის" პირველი და მეორე კორპუსების (მოსკოვში), "ლენინგრადის" (მოჟაისკში), "ინტურისტის" სასტუმროების მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქცია-რესტავრაციას კიევში, ოდესაში, ლვოვში, ბაქოში, ერევანში, კიშინიოვში, ალმა-ათასა და ბალნტიისპირეთის რესპუბლიკებში; მონაწილეობდა საქართველოსა და მისი ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ობიექტების, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და სასტუმრო "თბილისის" რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში; არის საკავშირო გაერთიანება "ინტურისტის" დამსახურებული მუშაკი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.417-418

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: