შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბადრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1984 წელს. 1984-1990წწ. იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო რუსული თეატრის რეჟისორი; საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტის საბავშო და საყმაწვილო გადაცემათა რედაქციის გადაცემის "ბასტი-ბუბუ" რეჟისორი (1992-1994, 1997-1999); 1999 წლიდან გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: დ. ურბანის "თაგვი ყველა თაგუნას უყვარს" (თოჯინების რუსული თეატრი, 1984); ა. პოპესკუს "მზის სხივი" (1986). მხატვრულად გაფორმებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: "ბრიყვი და ხელმწიფე" (რუსთავის თოჯინების თეატრი); "ერთი სურათი საგვარეულო ალბომიდან" (გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. 1999). მეთოჯინეთა საერთაშორისო ასოციაცია (უნიმას) საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.53 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |