შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ მიქაუტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1968წწ. მუშაობდა აფხაზეთში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1968-1976წწ. მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების უფროსად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1976 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") თავმჯდომარედ; 1993-2005წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი; დევნილობის პერიოდში სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას; დამუშავდა აფხაზეთში ომით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის რეგიონული და რაიონული პროგრამები; აღდგენით სამუშაოები ჩაუტარდა კოდორის ხეობაში არსებულ სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს; სოფელ აჟარაში აშენდა რაიონული საავადმყოფო და სხვა; არის მეცნიერული და საგაზეთო სტატიების ავტორი მშენებლობის დარგში; იყო ორი მოწვევის საკავშირო არქიტექტორთა ყრილობის დელეგატი; არაერთგზის იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. 2004 წელს "წლის ინჟინრის" წოდება დაიმსახურა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.418-419; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |