Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო მიქაშავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპაციალობით 1952 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გზაპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინრად, სადაც წლების განმავლობაში (47 წელი) მუშაობდა საკვლევ-საძიებო და საპროექტო განყოფილებების უფროს ინჟინრად, საძიებო სამუშაოებისა და ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მისი პროექტებით აშენდა: "ფრუნზე-ოშის" (ყირგიზეთი), "დუშანბე-სოროკის", "შუროაბად-ანჟირობი-პოენის", "შაგორ-ზიგარის", "კულიაბ-შაგონ-კალაიხუმბის" (ტაჯიკეთი), "ტანხოი-ულან-უდეს", "პოსოლსკაია-ულან-უდეს", "ულან-უდე-ორონგოის", "ტრესკოვო-ტროიცკაიას", "ულან-უდე-ირკუტსკის", "ულან-უდეს" შემოვლითი გზა (მონღოლეთში), "ჩოხატაური-ბახმაროს", "ახალციხე-ახალქალაქის" (საქართველოში) და სხვა საავტომობილო გზები. მიღებული აქვს მონღოლეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო, ტაჯიკეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.419 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |